თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ შემზარავ ფაქტს, რა დროსაც მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, სოციალურ ქსელში მსახიობი ნანუკა გულუა ეხმაურება.
„გული გამისკდება !!! ეს მხეცები როდემდე დახოცავენ ქალებს… როდემდე… რომ დაურეკა და დაემუქრა იმ წამიდან მისი ციხეში ჩაგდება რომ იყოს შესაძლებელი, ხომ გადარჩებოდნენ?…“ – წერს გულუა.
დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
ცნობისათვის, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სასჯელი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
