გერმანელმა მამაკაცმა წყლის ქვეშ 60 დღე გაატარა და აპირებს, რომ იქაურობა კიდევ 2 თვე არ დატოვოს. ამის შესახებ UPI წერს.
59 წლის აეროკოსმოსური ინჟინერი რუდიგერ კოხი წყლის ქვეშ 26 სექტემბერს ჩავიდა. ის უკვე ორი თვეა კარიბის ზღვაში, წყალქვეშა კაფსულაში ცხოვრობს და მუშაობს. კოხი აპირებს, რომ მსოფლიო რეკორდი მოხსნას და წყალქვეშა სახლში ყველაზე მეტი დრო გაატაროს.
კოხის „აპარტამენტების“ ფართობი 30 კვადრატულ მეტრს შეადგენს. კაფსულაში არის მოძრავი ტუალეტი, ტელევიზორი, კომპიუტერი, საწოლი, ველო-ტრენაჟორი, მზის ელემენტი და თანამგზავრული ინტერნეტი. “ეს ძალიან რთული არ არის. აქ ნამდვილად არ ვიტანჯები. ყველაზე რთული – დაივინგის სურვილთან გამკლავებაა“, – იხუმრა ინჟინერმა.
კოხი ამოყვინთვას 24 იანვარს აპირებს და ჯამში მას წყალქვეშ 120 დღე გამოუვა. წყალქვეშა კაფსულაში ყოფნის ამჟამინდელი რეკორდი 100 დღეს შეადგენს და ის ჯოზეფ დიტურის ეკუთვნის.