LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა მოგზაურობის დროს დოკუმენტები დაკარგა და მთელი 15 წლით აფრიკაში ჩარჩა

131
83815981-0-image-a-10_1713458021

კაცი ბრიტანეთიდან ეთიოპიაში ჩავიდა, რათა ტუბერკულოზი განეკურნა, თუმცა მოგზაურობის დროს დოკუმენტები დაკარგა და აფრიკულ ქვეყანაში მთელი 15 წლით ჩარჩა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

გამოცემის ცნობით, სალეჰ აჰმედ ალი ბრიტანულ ოჯახში სომალიდან გადავიდა. 2008 წელს 18 წლის ალის ტუბერკულოზი შეეყარა და სამკურნალოდ ეთიოპიაში გადაწყვიტა წასვლა. იქ მას 2 წელი უნდა გაეტარებინა, რის შემდეგაც ბრიტანეთში აპირებდა დაბრუნებას.

გეგმების შესრულება ალიმ ვერ შეძლო. 2009 წელს დოკუმენტები დაკარგა, რაც მის ბრიტანეთში ყოფნის გარანტია იყო. ამის შემდეგ მან სასამართლოს არაერთხელ მიმართა და დოკუმენტების აღდგენა სთხოვა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სალეჰის მონაცემები დაკარგული ჰქონდა. ამის გამო მამაკაცი ოჯახში დაბრუნებას მთელი 15 წელია ვერ ახერხებს.

უახლოეს მომავალში ალის საქმეს საემიგრაციო სასამართლო განიხილავს და მას დიდი იმედი აქვს, რომ ეს პროცესი ყველაფერს თავის ადგილზე დააბრუნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები