LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა, რომელიც ოკეანეში გატარებული 438 დღის შემდეგ გადაარჩინეს, კანიბალიზმის ბრალდება უარყო

116
Capture

სალვადორელი მამაკაცი, რომელიც ოკეანეში 438 დღის გატარების შემდეგ გადაარჩინეს, კანიბალიზმში დაადანაშაულეს. მამაკაცმა ინტერვიუ The Sun-ს მისცა და ყველა ბრალდება უარყო.

მეზღვაური ხოსე ალვარენგა 30 საათიანი თევზაობისთვის გაემართა და თან წაიყვანა ნაკლებად გამოცდილი ელზეკილ კორდობა. შემთხვევა 2012 წელს მოხდა. დაიწყო ძლიერი შტორმი, რა დროსაც ნავის აღჭურვილობის დიდი ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა – მეთევზეებმა ოკეანეში ტივტივი დაიწყეს, საკვების მარაგებიც ელეოდათ.

მოგვიანებით გადარჩენილი ალვარენგას ისტორია წიგნში „438 დღე:დაუჯერებლად რეალური ისტორია ზღვაში გადარჩენის შესახებ“ გადმოიცა. სალვადორელი ჰყვებოდა, თუ როგორ გადარჩა თევზების, ჩიტების და მედუზების დაჭერით, სასმელად კი წვიმის წყალს იყენებდა.

როგორც გადარჩენილი ამტკიცებს, მისი მეგობარი ოკეანეში ყოფნიდან 4 თვის შემდეგ გარდაიცვალა. თუმცა, ელზეკილის ნათესავები დარწმუნებული არიან, რომ მათი ოჯახის წევრი ხოსემ საკვებად გამოიყენა. მამაკაცს მათ სასამართლოში უჩივლეს და მილიონი დოლარი მოითხოვეს. ხოსემ ყველა ბრალდება უარყო და სიცრუის დეტექტორიც გაიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები