LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა თავისი ნაცნობი იმიტომ მოკლა, რომ მას მადლობის თქმა დაავიწყდა

39
Capture

აშშ-ში 37 წლის კაცმა ნაცნობს კარი დაუჭირა, მისგან კი მადლობა ვერ მიიღო და უმადურს სასტიკად გაუსწორდა. კრიმინალური ისტორია New York Post-მა გაავრცელა.

ინციდენტი ნიუ იორკში, თამბაქოს მაღაზიის Tobacco Road Corp სიახლოვეს მოხდა. თავიდან კაცებს შორის სიტყვიერი კონფლიქტი წარმოიქმნა, მკვლელი ნაცნობს ეკითხებოდა, თუ რატომ არ გადაუხადა მან მადლობა კარგი საქციელის გამო. ამის შემდეგ კი მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

მკვლელმა ტერიტორიის დატოვება ველოსიპედით სცადა, თუმცა ნაცნობმა მას დაარტყა. პასუხად მან კაცს ბასრი ნივთი ჩაარტყა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე მისულმა ექიმებმა დაჭრილის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მკვლელს პოლიცია ყველგან ეძებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები