LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში ან პრივატულად..“ – ზარქუა ოდიშარიაზე

201
ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია

„კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში ან პრივატულად, გამწარებულზე, გამოვიდა და თქვა, რომ ხო არასწორად მოვიქეციო და მოიხადა ბოდიში“ – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა, უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მიერ პარლამენტში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ რეპლიკას.

ნინო წილოსანი: „ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად… ძალიან ვწუხვარ ამ უხამსი კომენტარის გამო“

„მინდა გამოვეხმაურო, ხატია დეკანოიძე იყო და მეორე ხელმოცარული დიპლომატი რომ გვყავს პარლამენტში, დაგმეს ვითომდა, დიდი შეშფოთებები გამოთქვეს.

ადამიანმა გუშინ პრივატულ საუბარში რაღაც თქვა არმოსაწონი, გამოვიდა და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.

ბექა ოდიშარია: თუ ჩემმა გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო, ბოდიშს ვუხდი – ერთი წამოცდენა, ჯაშუშურად ჩაიწერეს, გაასაჯაროვეს და მონათლეს თავდასხმად ქალ დეპუტატებზე, საკმაოდ დამონტაჟებულია

თქვენ რანაირად ამოგეღებათ ხმა?! თქვენი მებრძოლი და სულიერი მეგობარი გვარამია მთელი ქვეყნის მასშტაბით დედაზე აგინებდა საზოგადოებას და ხმა ამოგიღიათ?! დაგიგმიათ პირდაპირ ეთერში?! ეს არის, ორმაგი სტანდარტი რომ გაქვთ. ყველაფრით სპეკულანტობთ, ვითომ აქ შეშფოთდნენ. კაცმა კუთხეში თქვა თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში, ან პრივატულად გამწარებულზე. გამოვიდა და თქვა, არასწორად მოვიქეციო და ბოდიში მოიხადა. გამოხვედით და გინდათ, რომ რეკლამა დაიწეროთ.

ან ამ კანონს რას ერჩით?! სამადაშვილის მესმის, იმიტომ რომ ამით მიეცემა შესაძლებლობა ბატონ ხაზარაძეს, რომ არ ჩასვას სიაში, ვალდებულება ჰქონდა ჩაესვა. ახლა დაწინაურდა გუშინ ანა მასწავლებელი რომ ჰყავს. თუ წარმოდგენილები ხართ თქვენი კომპეტენციით, პოზიციებით, სახელმწიფოებრივი პოზიციით, დაიმსახურებთ ადგილს აქაც და იქაც. „ქართული ოცნება“ ვამაყობთ ჩვენი ქალბატონებით, მათი პატრიოტიზმით და კომპეტენციით“, – განაცხადა ზარქუამ.

პრეზიდენტი „ოცნების“ წევრებს: „ქალებს ისე მოიხსენიებთ, სჯობს არ მოიხსენიოთ.. ქართული ზრდილობა დაკარგეთ“

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g