LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა წყლის ქვეშ 120 დღე გაატარა და ახალი რეკორდი დაამყარა

115
8256

გერმანელმა ინჟინერმა წყალქვეშა კაფსულში 120 დღე გაატარა. ამის შესახებ The Guardian წერს.

59 წლის რუდიგერ კოხი 24 იანვარს წყლის ზედაპირზე ამოვიდა, მას შემდეგ რაც 11 მეტრის სიღრმეში 4 თვე გაატარა. ახალი რეკორდის დამყარება კოხმა შამპანურით აღნიშნა. მიწაზე ფეხის დადგმისთანავე მან სიგარას მოუკიდა და გინესის წიგნის წარმომადგენლებს გაესაუბრა. მათ კი დაადასტურეს, რომ 2023 წელს ჯოზეფ დიტურის მიერ დამყარებული რეკორდი მოიხსნა, ჯოზეფმა წყლის ქვეშ მხოლოდ 100 დღე გაატარა.

კაფსული, რომელშიც კოხი 120 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, ნაპირის სიახლოვეს იყო განთავსებული, ძრავიანი ნავით 15 წუთის სავალზე. 30 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი მოიცავდა საწოლს, სამუშაო მაგიდას, კომპიუტერს და ტუალეტს. კაფსულში კოხის გადაადგილებას 4 კამერა აკვირდებოდა. ამ გზით პროექტის ორგანიზატორები მის ყოველდღიურობას აფიქსირებდნენ, მათ შორის იმის დასამტკიცებლადაც რომ ინჟინერი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წყლიდან არ ამოსულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები