„კაცმაცურო კაცურო“ არ გვეყოფოდა ვითომ, ისე შემოგვაპარეს „კოჩუნა ირო კოჩუნა“. ამაზე მეტი ფალოცენტრულობა რა გინდა, ერო?!“, – ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარა სოციალურ ქსელში წერს.
„კაცმაცურო კაცურო“ არ გვეყოფოდა ვითომ, ისე შემოგვაპარეს „კოჩუნა ირო კოჩუნა“. ამაზე მეტი ფალოცენტრულობა რა გინდა, ერო?! ამ კვირაში კინაღამ გოგოებს დაბადების დღეები აუკრძალეს, მანდ ბიჭები მერე ერთმანეთს კლავენო.
პატრიარქატი გუგუნებს, პატრიარქატი მოედინება და ხან ქალებს შეიწირავს და ხანაც კაცებს, თუმცა, ეს ძეგლების დადგმას და სიმღერების შეთხზვას ხელს არ უშლის.
არსად დაგეკარგოთ ეგ ტოქსიკური და შხამიანი “კაცურობა”, ‘ვაშკაცა’ ალტ-ინფო, რაინდი ვასაძე და ოცნებას გამოყოფილი სირკაცების მოძრაობა…“, – წერს ბაია პატარაია.
ცნობისათვის, ჩხოროწყუს საკრებულოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ჯუმბერ იზორიამ, ქალაქის ცენტრში საკუთარი გამონათქვამის ძეგლი დადგა „კოჩანა, ირო კოჩანა, თეს ვაკო გურიშ გოჩამა“ (კაცობა, მუდამ კაცობა, არ უნდა ამას დაფიქრება).