LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ კადრებმა გამაბრაზა და დამასევდიანა. სამწუხაროა, რომ დონალდ ტრამპმა მარცხი არ აღიარა: ანგელა მერკელი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებზე

91
FORTUNA.GE- (3)

“ყველამ ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შტურმის შემაშფოთებელი კადრები. ამ ფოტოებმა გამაბრაზა და დამასევდიანა.” – გერმანიის კანცლერი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მწუხარება გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპმა მარცხი არ აღიარა.

ანგელა მერკელმა ამის შესახებ გერმანელი კონსერვატორების შეხვედრაზე ისაუბრა.

მან დაგმო კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილი ტრამპის მხარდამჭერების საქციელი და ათასობით დემონსტრანტს თავდამსხმელი და არეულობის მომწყობი უწოდა.

როგორც მერკელმა განაცხადა, დარწმუნებულია, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია ორ კვირაში გაიმართება.

 

ფოტო: აშშ-ის კონგრესის შენობაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ, იყო სროლა

კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები