„პროტესტი საქართველოში, უკრაინის წარსული რევოლუციების გამოძახილი“ – ამ სათაურით გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New York Times ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარი ანტისამთავრობო აქციებსა და დემონსტრაციებზე დაშავებულებს შეეხება.
სტატიაში ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, გურამ როგავაზე თავდასხმის ეპიზოდია ნახსენები.
„ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ის [გურამ როგავა] პარლამენტის შენობის წინ, მიკროფონით ხელში, პირდაპირ ეთერში გადის, როცა უსაფრთხოების ოფიცრის ორი თანამშრომელი [სპეცდანიშნულების რაზმი] თანამშრომელი გააფთრებული დარბის და მას თავში ურტყამს.
„აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა“ – როგორია აქციაზე დაშავებული ჟურნალისტის, გურამ როგავას ჯანმრთელობის მდგომარეობა
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, გურამ როგავა, რომელსაც გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა, მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს.
სამედიცინო მოხსენებებმა აჩვენა, რომ დარტყმამ კისრის მალის მეშვიდე ხერხემალი გაუტეხა. მიწაზე დააგდო, სახიდან სისხლი სდიოდა. „თუ რამეს არასწორად ვაკეთებდი, მაშინ რატომ არ დამაკავა იმ კაცმა?“ – კისრის სამაგრით [ფიქსატორით] საკუთარი სამზარეულოდან იკითხა ბატონმა როგავამ და დაამატა: „მან დამარტყა და გაიქცა.“
მისი თქმით, სპეცრაზმი პოლიციელებივით კი არ იქცეოდა, არამედ როგორც დამნაშავეები. კონკრეტულად ვინ იყვნენ ისინი, ამან კითხვა გააჩინა. ბატონმა როგავამ და ბევრმა სხვამ მათი ეჭვის შესახებ განაცხადა, რომ მთავრობამ კერძო დაცვის თანამშრომლები დაიქირავა, რათა პროტესტის ჩაშლას დახმარებოდნენ.
როდესაც ამ პოლიციის სისასტიკეზე კითხვა დასვეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომენტარის გაკეთებაზე, უარი თქვა.“ – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, გურამ როგავას, რომელიც 28 ნოემბერს, თბილისში მიმდინარე აქციას პირდაპირ ეთერში აშუქებდა, ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ და მასზე ფიზიკურად იძალადეს.