LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი ჯენერი ქართველი დიზაინერის ლუქით გამოჩნდა (ფოტო)

1117
BeFunky-collage (25)

დევიდ კომამ ,,ინსტაგრამზე” კაილი ჯენერის ფოტო გამოაქვეყნა. სურათზე, 21 წლის სელებრითი ლოს-ანჯელესში, უახლოესი მეგობრის, აირის პალმერის დაბადების დღეზე მიმავალი ჩანს.

ცნობილი გახდა, რომ საღამოსთვის, მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერმა წარმოშობით ქართველი დიზაინერის წითელი ტოპი და ტყავის შარვალი მოირგო.  ჩაცმულობას, ამერიკელმა ლამაზმანმა ამავე ფერის „სენ-ლორანის” მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ჯუდიტ ლაიბერის ტუჩსაცხის ფორმის ბრჭყვიალა ქლაჩი შეუხამა.

ლუქი, რომლითაც ვარსკვლავი წვეულებას დაესწრო, დევიდ კომას 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდანაა.

აღსანიშნავია, რომ ტოპის ფასი – 1,015, ხოლო ტყავის შარვლის – 1,145 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ პირველად დევიდ კომას ნამუშევრებით ბიონსე, ლედი გაგა და რიანა მოიხიბლნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები