LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი მინოუგი და მარგო რობი Chanel-ის ახალ სარეკლამო კამპანიაში

138
photo-collage.png (6)

ქსელში ,,შანელის” ახალი სარეკლამო კამპანიის ვიდეო გავრცელდა, რომელშიც მარგო რობი და კაილი მინოუგი მონაწილეობენ.

კამპანია ჩანთას – Chanel 25 ეძღვნება, მისი ვიდეო რეკლამა კი ამ უკანასკნელის საკულტო ჰიტის – Come into My World კლიპის თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

ვიდეოს რეჟისორი მიშელ გონდრია, რომელმაც ორიგინალური მუსიკალური რგოლი გადაიღო.

რეკლამაში მარგო რობი მთავარ როლშია და იმეორებს კაილის ცნობილ ,,ციკლურ გასეირნებას” პარიზის ქუჩებში. თავად მინოუგი რეკლამაში ეპიზოდური როლით ჩნდება — ის ფანჯრიდან იყურება, როდესაც მარგოს ,,ორეულები” ჩაივლიან.

კამპანია ფოკუსირებულია Chanel 25 ჩანთაზე, განსაკუთრებით კი მის ,,მინი” ვერსიაზე. ჩანთა ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერსა და მასალაში.

ამასთან, ინტერნეტში მსახიობისა და მომღერლის სიმბოლურ კავშირზე ალაპარაკდნენ — პროექტი ,,სრული წრის” მომენტად შეფასდა, რადგან პირველი კონცერტი, რომელსაც რობი ბავშვობაში დაესწრო, სწორედ კაილის იყო.

ცნობისთვის, მარგო რობი 2018 წლიდან Chanel-ის ოფიციალური ელჩია. ახლახან, ორივე ვარსკვლავი ერთად გამოჩნდა Chanel-ის ჩვენებაზე, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები