,,ბაფტას” მსგავსად დღის ტოპ თემაა – People’s Choice Awards.
ფოტო/ვიდეო: სოფი ელის-ბექსტორმა დრო უკან დააბრუნა – არტისტი ,,ბაფტაზე” გამოვიდა
,,ხალხის რჩეულთა დაჯილდოების” 49-ე ცერემონიაზე, რომელიც კალიფორნიაში გაიმართა, გამარჯვებულები 4 სხვადასხვა კატეგორიიდან, 40-ზე მეტ ნომინაციაში გამოავლინეს. საღამოს მასპინძელი – სიმუ ლუ იყო.
კინოს კატეგორიის ტოპ გამარჯვებული, გრეტა გერვიგის 2023-ის ბლოკბასტერი გახდა. ,,ბარბიმ” რვიდან ხუთ, მათ შორის ,,წლის ფილმის” ნომინაციაში გაიმარჯვა.
სატელევიზიო პროგრამებს შორის ხმათა უმრავლესობით, ყველაზე მეტი, ორი ჯილდო კომედიურ-მისტიკური ჟანრის სერიალმა – ,,მხოლოდ შენობაში მომხდარი მკვლელობები” მიიღო.
მუსიკალური კატეგორიის ლიდერი, ტეილორ სვიფტი გახდა. მას სამი ჯილდო მიენიჭა. 34 წლის არტისტმა კიდევ ერთი პრემია პოპ კულტურის კატეგორიიდან, ,,წლის სოციალური სელებრითის” ნომინაციაში დაიმსახურა.
შოუზე კაილი მინოუგის პერფორმანსი შედგა. ავსტრალიელმა მომღერალმა ჰიტი – Padam Padam შეასრულა.
გაიცა სპეციალური პრემიებიც. ადამ სენდლერს People’s Icon Award მიანიჭეს. მას ეს პატივი ჯენიფერ ენისტონმა მიაგო. თავად ეს უკანასკენლი სერიალისთვის – The Morning Show, ,,წლის დრამატულ სატელევიზიო სახედ” აღიარეს.
საკმაოდ ემოციური და ცეცხლოვანი აღმოჩნდა ლენი კრავიცის სცენაზე დაბრუნება. მას ღონისძიებაზე ასევე საპატიო ჯილდო – Music Icon გადასცეს, რომელიც პირველად 2021-ში კრისტინა აგილერას, ხოლო 2022-ში – შანია ტვეინს მიანიჭეს. პრესტიჟული ჰონორის მიღებამდე საკულტო არტისტმა პუბლიკა დაუვიწყარი პერფორმანსით მონუსხა. მან არაერთი ოქროს ჰიტი, მათ შორის: Fly Away, It Ain’t Over ‘til It’s Over და სხვა იმღერა.
ფოტო/ვიდეო: ლენი კრავიცი სცენაზე ახალი დისკით ბრუნდება
ინფორმაციისთვის, People’s Choice Awards-ზე ხმის მიცემა საქართველოდანაც შესაძლებელი იყო.