LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კახიშვილი : სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმება შესაძლებელია

95

კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმება შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში არსებობს რისკიც, კერძოდ, როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის ავტონომიის მინიჭება არ უნდა მოხდეს, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო.

“ის, რომ 2008 წელს იუსტიციის სამინისტროსგან სასჯელაღსრულების გამოყოფა იმ მიზეზით მოხდა, თითქოს პროკურატურასთან ინტერესთა კონფლიქტი არსებობდა, ფორმალურ ხასიათს ატარებდა. სასჯელაღსრულების სისტემის გამოყოფით პროკურატურისგან დისტანცირება რეალურად არ მომხდარა.

მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მეც გაუქმების მომხრე ვიყავი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არსებობას დადებითი შედეგები მოჰყვა, იმისთვის რომ აღნიშნულ დარგს მყარი განვითარების საშუალება მისცემოდა. მართალია, ძალიან ბევრ ქვეყანაში სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ალბათ, ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამაზე. მიმაჩნია, რომ დღეს ნამდვილად ვართ იმ დონეზე, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა სტრუქტურულ ცვლილებებზე ვიფიქროთ. მე ვფიქრობ რომ სამინისტროს გაუქმება შესაძლებელია, თუმცა არის ერთი რისკი: როდესაც ის იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის ავტონომიის მინიჭება არ უნდა მოხდეს, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო”, – განაცხადა კახიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g