LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „ბუნებაში არ არსებობს მიზეზი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ.. რამე მიზეზი თუ იცით, მითხარით და მივიღებ, შეიძლება ბოდიშიც მოვიხადო“

135
კახა კალაძე

„როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელს ასანქცირებ, ამას საბაბი უნდა ჰქონდეს. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ, ამის არანაირი არგუმენტი არ არსებობს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ აშშ-ის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლო სანქცირებაზე საუბრის დროს განაცხადა.

„მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ… ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება“ – ხატია დეკანოიძე

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „ბუნებაში არ არსებობს მიზეზი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ.

„თუ იცით რამე მიზეზი, მითხარით და მივიღებ, შეიძლება ბოდიშიც მოვიხადო.

მზად ვართ, ურთიერთობები გავაღრმაოთ. იყოს მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა გაღრმავდეს. იყოს ჯანსაღი ურთიერთობები, ჩვენი გზა არის ევროპა და ევროპული მომავალი. თუ რაიმე წარმატება გვაქვს ამ გზაზე მიღწეული, ჩვენი ხელისუფლების და ქართველი ხალხის დამსახურებაა. ამ შემართებით და სულისკვეთებით ვაგრძელებთ მუშაობას“, – თქვა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომლის თანახმად, მმართველი გუნდის წევრებს სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნებათ.

მაჭარაშვილი: „არაერთხელ მოვუწოდე ოპოზიციას, რომ შავი სიზმრები და ხვრელები მათი ფანტაზიის ნაყოფი იყო და ნაკურთხი წყლისთვის მიემართათ.. თუ ისეთი სანქციებია მოსული, რომ ვერც ვხედავთ და ვერც ვგრძნობთ, მაშინ შეიძლება მივიღეთ“

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, „საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე აშშ-ს პასუხს განიხილავენ“.

„ჩვენ სანქციების ახალი პოლიტიკა გამოვაცხადეთ, ჩვენ ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებია და აქ გავჩერდები, მაგრამ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მათ დაწესებაზე არ ვიყოყმანებთ“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

magti 5g