LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რაც ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება

143
კახა კალაძე

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები სხვა ქვეყნის ინტერესებს და დავალებებს ასრულებენ.

რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებას, კალაძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება.

„ოპოზიცია არც საკუთარ თავს ეკუთვნის, არც საკუთარ ქვეყანას. ეს ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, სხვა ქვეყნის ინტერესები გაატარონ. მათ უბრალოდ ავალებენ, რომ ეს განცხადებები გააკეთონ. ავალებენ, რომ ისე მოიქცნენ, როგორც დღეს იქცევიან.

ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რაც თავიდანვე ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. ევროკავშირის ქვეყნებს, რა თქმა უნდა, სავაჭრო ურთიერთობები გააჩნიათ რუსეთის ფედერაციასთან. სანქციებთან მიერთება კი, ვიცით, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის პრობლემა იქნება. რატომ უნდა გავაკეთოთ ის, რაც დაგვაზიანებს?!“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g