LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს… თუ ვინმეს რამის თავი აქვთ, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები… თვითმმართველობის არჩევნებს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს“

109
კახა კალაძე

„ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია – თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გამოვიდნენ, მონაწილეობა მიიღონ და ნახავენ, რა შედეგებს მიიღებენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხს ჟურნალისტებთან გამოეხმაურა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს კანონით დადგენილ დროს ჩატარდება. კალაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებს კი მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს:

ლევან მაჭავარიანი: „ოპოზიციას ვურჩევდი, მოემზადონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომ ისევ გამანადგურებელი ანგარიშით არ წააგონ – სალომე ზურაბიშვილის ოფისში „სახლობანას“ თამაშს, სჯობს, მალე დაუბრუნდნენ რეალობას“

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ბოლო რამდენიმე წელია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური აქტივისტია“.

„ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ – 100%-ით, რომ არჩევნები ჩაინიშნება რამდენიმე თვეში, ვგულისხმობ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს. თუ ვინმეს რამის თავი აქვთ, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გამოვიდნენ, მონაწილეობა მიიღონ და ნახავენ, რა შედეგებს მიიღებენ. რაც შეეხება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს, ეს გაიმართება, როგორც კანონით არის დადგენილი – 2028 წელს. დანარჩენი ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის აბსურდი და სრული სისულელე. თუ ვიღაცა გამოდის იქ, რუსთაველზე, რამდენიმე ცალი ადამიანი იკრიბება… ყველას აქვს უფლება შეიკრიბოს და გამოხატოს თავისი მოსაზრება, მთავარია ეს იყოს მშვიდობიან ფორმებში“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g