LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტზე: „მსგავსი ტიპის ვიზიტები მისასალმებელია… ოპოზიციის დამოკიდებულება საინტერესო არ არის, რადგან ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, გვყავს რადიკალური დაჯგუფება, აგენტურა, ქვეყნის მტრები“

197
კახა კალაძე

„მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები, ეუთოს გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული. ოპოზიციის დამოკიდებულებას რაც შეეხება, ვფიქრობ, არსებითად საინტერესო არ არის“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ეუთოს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტს.

მაკა ბოჭორიშვილი: „საქართველო პატივს სცემს ეუთო-ს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, მიუღებელია ზოგიერთი აქტორის მხრიდან ამ ინსტიტუტების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობები“

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, მსგავსი ტიპის ვიზიტები მისასალმებელია.

„ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, გვყავს რადიკალური დაჯგუფება, აგენტურა, ქვეყნის მტრები, რომლებიც დაკავებულები არიან ძირითადად მოღალატეობრივი ქმედებებით, სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებით.

იცით, ეუთოს გენერალური მდივანი საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, შეხვედრა პარლამენტში გაიმართება. მსგავსი ტიპის ვიზიტები მისასალმებელია“, – თქვა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ეუთოს გენერალური მდივანი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთანაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g