LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: გაეროში მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა – მიხეილ ყაველაშვილის ძირითადი გზავნილი იქნება ის, რომ მზად ვართ, აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ

109
კახა კალაძე, მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის ძირითადი გზავნილები იქნება არსებულ რეალობაზე, მათ შორის იმაზე, რომ მზად ვართ, აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მიხეილ ყაველაშვილის აშშ-ში გამგზავრებას გამოეხმაურა, სადაც ის გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.

კალაძის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა. რაც შეეხება თავად გამოსვლას, ძირითადი გზავნილები, რა თქმა უნდა, გაკეთდება არსებულ სიტუაციაზე. იმაზეც, რომ საქართველო მზად არის, აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები და განმარტებები, რომ ორმხრივი, მეგობრული ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენბთ, მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

პრესსამსახურის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.

⭕👇 მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. 👉 პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on შაბათი, 20 სექტემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g