LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „კატეგორიულად მიუღებელია ზემოდან მაყურებლების ტონი – ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, გვინდა პარტნიორები, გვჭირდება მეგობრები და არა ბატონები“

124
კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც „სჭირდება მეგობრები და არა ბატონები“.

კალაძემ ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე დაგეგმილი დებატები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ზემოდან მაყურებლების ტონი კატეგორიულად მიუღებელია“.

„ამ ტონით საუბარი და ამ ტიპის მუქარები ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მე და ჩემს თანაგუნდელებს არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, მზად არის მეგობრობისთვის. მზად არის იმისთვის, რომ გაღრმავდეს ურთიერთობები, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს ინტერესების დათმობის ხარჯზე. კატეგორიულად მიუღებელია ზემოდან მაყურებლების ტონი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. შესაბამისად, გვინდა პარტნიორები, გვჭირდება მეგობრები და არა ბატონები“,- განაცხადა კალაძემ.

ლევან მაჭავარიანი: „დათქმები, რომელიც ევროსაბჭოში ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას მოაყოლეს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში უპატივცემულობაა, ეროვნული თავმოყვარეობიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ“

შალვა პაპუაშვილი: არ იქნება სამართლიანი მოპყრობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, არ იქნება საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში!

„საბოლოო ჯამში ეს ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის“ – ირაკლი კობახიძე „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების” მიერ PACE-ში მუშაობის შეწყვეტაზე საუბრობს

„ქართული ოცნებისთვის” ოცნებების დრო დასრულდა! – ხალხის მოთხოვნა ევროპულ საბჭომ აიტაცა და ერთგვარ ულტიმატუმადაც აქცია“ – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g