LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „კორუფცია სერიოზული გამოწვევაა მთელს მსოფლიოში, მიხარია, რომ ჩვენი ქვეყანა, ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავეა“

119
კახა კალაძე

„კორუფცია სერიოზული გამოწვევაა ყველგან, მთელს მსოფლიოში და ევროპულ ქვეყნებშიც“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის მიერ ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდენციების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასების დროს განაცხადა.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კახა კალაძის თქმით, საქართველო, ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავეა.

„ზოგადად კორუფცია სერიოზული გამოწვევაა ყველგან, მთელს მსოფლიოში და ევროპულ ქვეყნებშიც. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ აღნიშნული მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების თვალსაზრისით კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. ძალიან მიხარია, რომ ქვეყანა, ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავეა. საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული ყველა საერთაშორისო სტატისტიკა და კვლევები, იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც სამართლიანია, მიუთითებს, რომ ქვეყანა წინ მიდის, ახორციელებს რეფორმებს და დგამს სწორ ნაბიჯებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს:

„არ უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება. ჩვენ ხომ ვიცით, რატომ ხდება ეს კრიტიკა და რა არის ამის მთავარი მიზეზი – ის, რომ ჩვენ არ შევასრულეთ მათი ბრძანებები, არ გავხსენით მეორე ფრონტი ქვეყანაში, არ შემოვიტანეთ ის უბედურება, რაც სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ხდება; მეორე – ეს არის მოწოდებები სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც არ გავითვალისწინეთ იმიტომ, რომ დამანგრეველი და დამაზიანებელი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის, იმ ოჯახებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც შრომობენ, მუშაობენ და თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში. ეს იქნებოდა უმძიმესი პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავდექით მტკიცედ, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს სჭირდებოდა. ეს პოლიტიკა გაგრძელდება მომავალშიც. ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც ვისმენთ კრიტიკას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g