LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს, ვფიქრობ, კარგად არიან ნავარჯიშევი, რადგან მარტივი არ არის, ერთ საათში ერთ, მეორე და მესამე აქციაზე მიხვიდე“

408
კახა კალაძე

„გადახედეთ, წინა წლებში რამდენჯერ იყო რევოლუციის მოწყობის მცდელობა, მაგრამ ახლა ყველა ძალა გააერთიანეს და ვნახეთ, რაც ხდებოდა რუსთაველის გამზირზე“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საუბრის დროს, ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახა კალაძე დედაქალაქის ქუჩებში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიერ გამართულ მარშებს გამოეხმაურა და თქვა, რომ „მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს“.

„ვფიქრობ, ამ ყველაფერში კარგად არიან ნავარჯიშევი, რადგან მარტივი არ არის ერთი საათის განმავლობაში ერთ, მეორე და მესამე აქციაზე მიხვიდე. საინტერესო პროცესებია…

რაც შეეხება საფრთხეებს, წინა წლებიც რომ გავიხსენოთ, რევოლუციის მოწყობის რამდენი მცდელობა იყო. ხან ჟურნალისტები გვიწყობდნენ რევოლუციას, ხან არასამთავრობოები, ე.წ. რადიკალური დაჯგუფებები, ახლა უკვე ყველაფერი გააერთიანეს. ისინი არჩევნებში დამარცხდნენ და ძალიან მწარედ მიიღეს, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მათ უთხრა „არა“, რადგან ქვეყანაში ბოროტება, უსამართლობა, სისხლისღვრა არასდროს დაბრუნდება და წარსულში დარჩება. ამაზე გაბოროტებულებმა ყველა რესურსი გამოიყენეს, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანებიც კი ჩართეს, მაგრამ ქვეყანაში „ნაცმაიდანი“ არ შედგა, სახელმწიფო გადატრიალების, სისხლისღვრის და დაპირისპირების მოწყობის შესაძლებლობას არავის მივცემთ“, – თქვა კახა კალაძემ.

ფოტო სლაიდზე: ნინო ბაიდაური/„ნეტგაზეთი“; ნუცა გაბაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g