„ლიბერალური ფაშიზმი არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან გავრცელებულია“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას, რომელიც ესტონეთის პარლამენტის მიერ ესტონეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის „საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებების გამო გადაყენებას“ ეხებოდა.
კახა კალაძე ამბობს, რომ ლიბერალური ფაშიზმი დასრულდება.
„თქვენ არ იფიქროთ, რომ ლიბერალური ფაშიზმი მხოლოდ საქართველოშია. ეს ყველგან გავრცელებულია, ევროპაშიც და ზოგადად, მსოფლიოშიც. თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება, ამბობ სიმართლეს და არ ექვემდებარები მათ რიტორიკას, არ იმეორებ მათ “მესიჯებს”, ხარ მტერი. მოიფიქრებენ ათას სისულელეს, ხან რუსეთუმეს გეძახიან, ხან ვითომ „რუსეთის ინტერესებს რატომ ემსახურები“, ხან შეიძლება კიდევ რაღაც მოიფიქრონ. აი, ეს არის დღევანდელი მოცემულობა.
ნახეთ, ქვეყნის შიგნით რა ვითარებაა. როგორ აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ ყველას, განურჩევლად მათი პროფესიისა. ვისაც აქვს ოდნავ განსხვავებული პოზიცია, როგორი დამოკიდებულება არის. ფეხბურთელები ავიღოთ, ხელოვნების წარმომადგენლები ავიღოთ. შენ თუ არ ჯდები მათ „მესიჯბოქსში“, მაშინვე შემოგივარდებიან, დაგაბულინგებენ, შეურაცხყოფას მოგაყენებენ. ეს არის ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს და ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.