LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „ოპოზიციურ პარტიებს როგორც გაერთიანებულებს, ასევე დაშლილებს არანაირი შანსი არ აქვთ პოლიტიკურ ველზე მიაღწიონ რაიმე წარმატებას“

114
კახა კალაძე

[ოპოზიციურ პარტიებს] როგორც გაერთიანებულებს, ასევე დაშლილებს არანაირი შანსი არ აქვთ პოლიტიკურ ველზე მიაღწიონ რაიმე წარმატებას“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის განმარტებით, „არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რადიკალები ცალ-ცალკე იქნებიან, თუ გაერთიანებულები“:

„ნუ დაველოდებით ლიდერის გამოჩენას – ჩვენვე უნდა გავხდეთ ცვლილების ლიდერი!“ – პაატა მანჯგალაძე

ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი, პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რადიკალები ცალ-ცალკე იქნებიან, [თუ] გაერთიანებულები. რა თქმა უნდა, თავიანთ პატრონებს სურვილი ჰქონდათ, რომ რაღაც ერთი პლატფორმა შექმნილიყო, ყველა ყოფილიყო გაერთიანებული, თუმცა ცხადია, ეს არ გამოსდით. ისინი ერთმანეთის ლანძღვაში ატარებენ დროს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ, რომ მათ როგორც გაერთიანებულებს, ასევე დაშლილებს არანაირი შანსი არ აქვთ პოლიტიკურ ველზე მიაღწიონ რაიმე წარმატებებს“, – აღნიშნა კალაძემ.

კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლები ისეთ პოზიციას დააფიქსირებენ, რასაც „გარედან ეტყვიან“.

„არ ვიცი, გაურკვეველია მათი მხრიდან რა დამოკიდებულება იქნება, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ცხადია, რასაც ეტყვიან გარედან, იმას გააკეთებენ. ისინი საკუთარ თავს არ ეკუთვნიან, შესაბამისად, ელოდებიან, გარედან რა მითითებები იქნება. რა თქმა უნდა, გამარჯვების შანსი არცერთ მუნიციპალიტეტში არ გააჩნიათ. ქართველი ხალხის თანადგომით „ქართული ოცნება“ გამარჯვებული იქნება ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g