LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: უმძიმესია, რაც უკრაინაში ხდება, მათ ტერიტორიულ მთლიანობას და მშვიდობას ვუსურვებ

153
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი წლის თავს ეხმიანება და უკრაინელ ერს ტერიტორიულ მთლიანობას და მშვიდობას უსურვებს.

იმპერიის ჩამოშლის შანსი, კვლავ გაუტეხელი უკრაინელები და შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი – რუსეთის აგრესიის 1 წელი

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, ის რაც უკრაინაში ხდება, უმძიმესია:

„დღეს 24 თებერვალია. გასულ წელს, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. დაიწყო საომარი მოქმედებები. უმძიმესია, რაც უკრაინაში ხდება. პირველ რიგში, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას. ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს და კარგად გვესმის, რას ნიშნავს ომი.

მათ ტერიტორიულ მთლიანობას და მშვიდობას ვუსურვებ. რაც შეეხება მხარდაჭერას, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის მხარდაჭერა და თანადგომა გაჟღერდა და კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

რაც შეეხება ოპოზიციას, ხედავს საზოგადოება მათ რიტორიკას ომთან, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. ჩვენთვის მთავარია, რომ ქართველ ხალხს მოვუსმინოთ და გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეროვნულ ინტერესს. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ყველაფერს გავაკეთებთ მის შესანარჩუნებლად, რადგან ეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტის ვიდეომიმართვა: „დღეს უკრაინა იცავს არა საკუთარ თავისუფლებას, არამედ იცავს ყველას თავისუფალ მომავალს“

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! Слава Україні!

შალვა პაპუაშვილი: უკრაინას და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის გმირულ ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებ, Слава Україні!

ზელენსკი: ეს იყო ტკივილის, დარდის, რწმენისა და ერთიანობის წელი და ეს ჩვენი უძლეველობის წელია, ვიცით, რომ ეს იქნება ჩვენი გამარჯვების წელი!

ანდრეი კასიანოვი: „უკრაინისა და საქართველოს მტერი საერთოა.. საქართველოში აღმართული ყველა უკრაინული დროშა ქართველი ხალხის სოლიდარობაა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები