LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძემ მერიის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა: დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი კიდევ 50 მილიონი ლარით იზრდება

74
კალ

2020 წელი სერიოზული გამოწვევა იყო. პანდემიის გამო, ბევრი პროექტის გადადება მოგვიწია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალით 2021 წელს გამოვასწორებთ”,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წელს განსახორციელებელი პროექტების ნაწილი, რომელსაც ხელი პანდემიამ შეუშალა, 2021 წელს განხორციელდება. ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება და სატრასპორტო რეფორმა კვლავ მერიის პრიორიტეტული მიმართულებებია. კალაძის განმარტებით, წელს, სოციალური მხარდაჭერისთვის გამოყოფილი იქნება 350 000 ლარი, ინფრასტრუქტურული მიმართულებით კი 440 000 ლარი.

”ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება გვაქვს დაწყებული. ვგულისხმობ, სატრანსპორტო პოლიტიკას. პრიორიტეტი იქნება ასევე, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება. პანდემიამ დაგვანახა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რეკრეაციული სივრცეების არსებობას. სკვერების მშენებლობა კი, რა თქმა უნდა გაგრძელდება”.- აღნიშნა კალაძემ.

მან გასული წლის ბიუჯეტზე თქვა, რომ 96 % – ზე მეტი რაოდენობით იქნა შესრულებული. კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი კიდევ 50 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში, მილიარდ 150 მილიონი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g