LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუჭავა: არ შეიძლება ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს „დატოვოს თანამდებობა“

68
kuWava

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ. მისი სიტყვებით, „დღეს არის იმის საშუალება, რომ ეს მასალა გამოყენებული იქნას სხვადასხვა მიზნებისთვის და სპეკულაციებისთვის, ამიტომ უნდა დადგინდეს ავთენტურობა”.

“ნებისმიერი საპარლამენტო ბერკეტი იქნება გამოყენებული, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ვართ და აბსოლუტურად ადეკვატურია იმის მოთხოვნა, რომ ჯერ ავთენტურობა უნდა დადგინდეს“ , – განაცხადა კუჭავამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა დაეტოვებინა თუ არა გრიგოლ ლილუაშვილს თანამდებობა ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, კუჭავა პასუხობს, რომ „სამწუხაროდ, იმ რეალობის წინაშე ვდგავართ ბოლო პერიოდში, თუ რამე ხდება, პირველი რაც არის, თანამდებობის დატოვების მოთხოვნაა“.

“მე რა შუაში ვარ?! მე ჩემს თავს ვერ დავიბარებ გამოკითხვაზე” – სუს-ის უფროსი ფარულ ჩანაწერებზე

„არ შეიძლება ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს „დატოვოს თანამდებობა“, სანამ ჯერ არ ვიცით რეალობა რაში მდგომარეობს. გამოძიების დადგენის შემდეგ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული ყველა კანონდამრღვევის მიმართ, თუ ასეთი ფაქტი დადასტურდა“ , -განაცხადა კუჭავამ.

“ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია” – გრიგოლ ლილუაშვილი

„ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით, სამწუხაროდ, ასეა ეს ცხოვრება“ – გრიგოლ ლილუაშვილი გადადგომის მოთხოვნაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g