LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუჭავა ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა – რა იყო განხილვის მთავარი თემები

68
Untitled design (2)

ევროკავშირის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის დროული იმპლემენტაცია და პოლარიზაციის შემცირება იყო – ეს იყო მთავარი თემა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქციის – „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებთან შეხვედრის დროს განიხილა.

კუჭავა ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრებს ხვდება

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარებმა საარჩევნო სისტემის რეფორმაზეც ისაუბრეს:

“საუბრის მთავარი თემა ევროკავშირის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის დროული იმპლემენტაცია და პოლარიზაციის შემცირება იყო.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გარდა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საარჩევნო სისტემის რეფორმაზე და აღინიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა პარლამენტში აქტიურად გაგრძელდება. ასევე, ხაზი გაესვა პარლამენტის მუშაობაში აქტიური ჩართულობისა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეხვედრის დაწყებამდე, კახა კუჭავამ აღნიშნა, რომ სურვილი აქვს, არამხოლოდ “ლელოს”, არამედ ყველა იმ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შევხვდე, ვინც პირველად არის პარლამენტის წევრი.

პოლიტიკური გაერთიანების “ლელო საქართველოსთვის” წევრებმა საპარლამენტო ფრაქციის შექმნის შესახებ გუშინ განაცხადეს.

 

პოპულალურები