LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში 10 თვის ბავშვი კორონავირუსისგან განიკურნა

83
corona-negetive-1-620x372

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, „განმეორებითი PCR-ტესტირების თანახმად 10 თვის ყარაჯალელ ბავშვს კორონავირუსი აღარ აქვს”.

მისივე თქმით, ბავშვი უკვე გაწერეს და დედასთან ერთად კარანტინში იმყოფება. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, 10 თვის ბავშვს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსი 15 ივლისს დაუდასტურდა.მაშინ ითქვა, რომ ბავშვის ინფიცირების წყარო უცნობი იყო.

მომდევო დღეებში ბავშვის მშობლებსა და მათთან კონტაქტში მყოფ 10-ზე მეტ პირს COVID – 19 ტესტირება ჩაუტარდა. არცერთ მათგანს ვირუსი არ აღმოაჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g