LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში, 15 ათასამდე მევენახემ ყურძნის რეალიზაციით 160 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო

163
242512612-2893279567650361-7214680778050192163-n

კახეთში უკვე 148 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, 15 ათასამდე მევენახემ კი ყურძნის რეალიზაციით 160 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გადამუშავებული ყურძნიდან 87 ათას ტონამდე რქაწითელია, 52 ათას ტონამდე საფერავი, 3 ათას ტონამდე კახური მწვანე, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ყურძნის გადამუშავების პროცესში რთველის დაწყებიდან დღემდე 185 დიდი, მცირე და საშუალო ღვინის საწარმო იყო ჩართული.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს. პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, ასევე სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g