LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახი ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება, როგორც ლაღი და განუმეორებელი, სიკეთითა და სიყვარულით სავსე რაინდი: ივანიშვილი

109
Untitled design (3)

“ამიერიდან, კახი მის მიერ შექმნილ უკვდავ როლებში განაგრძობს არსებობას. კახი ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება, როგორც ლაღი და განუმეორებელი, სიკეთითა და სიყვარულით სავსე რაინდი.” – კახი კავსაძის გარდაცვალებას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ეხმიანება.

მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა

როგორც ივანშვილი აღნიშნავს, რთულია, როდესაც უყურებ, როგორ გტოვებენ დიდი ქართველები, ამ დროს კი მხოლოდ ის განუგეშებს, რომ მათი მემკვიდრეობა უკვდავია:

“საქართველომ კიდევ ერთი გამორჩეული ადამიანი – კახი კავსაძე დაკარგა. კაცი, რომელიც ყველას გვიყვარდა. არაჩვეულებრივი მსახიობი, რომელმაც ქართული თეატრი და კინო თაობებს შეაყვარა.

კახი წავიდა, მაგრამ მისი სახე სამუდამოდ დარჩება ჩვენს მოგონებებში. ამიერიდან, კახი მის მიერ შექმნილ უკვდავ როლებში განაგრძობს არსებობას. კახი ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება, როგორც ლაღი და განუმეორებელი, სიკეთითა და სიყვარულით სავსე რაინდი.

კახი ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი იყო და მისი წასვლა მე და ეკამ ოჯახის წევრის დაკარგვად განვიცადეთ.

ამ უდიდეს დანაკლისს ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, თეატრალურ საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს. რთულია, როდესაც უყურებ, როგორ გვტოვებენ დიდი ქართველები, თუმცა მხოლოდ ის თუ გვანუგეშებს, რომ მათი მემკვიდრეობა უკვდავია.” – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

კახი კავსაძე დღეს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო თვეების განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული კახი კავსაძე ქართველმა ხალხმა ყველაზე დიდი ჯილდოთი – უდიდესი სიყვარულით დააჯილდოვა: პრემიერი

გული მტკივა, რომ ამ სიტყვების თქმა მიწევს, ჩვენი უფროსი მეგობარი აღარ არის… კახი კავსაძემ საკუთარი ღირსებით სამუდამო კვალი დატოვა: კალაძე

რუსთაველის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს, გენიალური ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო

magti 5g