„რა თქმა უნდა, გინება არავისთვის მოსაწონი არ არის – სხვათა შორის, არც იმ ქალების განცხადებები და ქმედებები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა, მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას მიერ ქალების მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ რეპლიკას გამოეხმაურა.
„კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში ან პრივატულად..“ – ზარქუა ოდიშარიაზე
„ბექამ ამაზე უკვე ისაუბრა, რა თქმა უნდა, გინება არავისთვის მოსაწონი არ არის. სხვათა შორის, არც იმ ქალების განცხადებები და ქმედებები. გავიხსენოთ, თუნდაც იგივე ქალბატონი თეა წულუკიანი, როდესაც პარლამენტში იმყოფებოდა.
თქვენ მოგეწონათ მათი ქმედებები? რაც მაშინ იკადრეს იმ ქალმა დეპუტატებმა? მაშინ, როდესაც ამ ქალებმა გააკეთეს ის სიბინძურე და იკადრეს ის რაც იკადრეს, მაშინაც უნდა გამოსულიყავით და დაგესვათ შეკითხვები, არ უნდა ყოფილიყო მოსაწონი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავისგან, ვინც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, ასეთი ქმედებები მისაღები არ არის”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ნინო წილოსანი: „ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად… ძალიან ვწუხვარ ამ უხამსი კომენტარის გამო“