LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „შმაქსი“ ქუჩაში თუ გამოჩნდა, „მიიშმაქსება“

1608
BeFunky-collage

დედაქალაქის მერი პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ კომპანია „შმაქსის“ დაფუძნებას ეხმაურება. კალაძის კომენტარს მაესტრო ავრცელებს.

„შმაქსი“ ქუჩაში ჯერ არ გამოჩენილა, თუკი გამოჩნდებიან,მიიშმაქსებიან“, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა.

“გირჩის” მიერ შექმნილი ტაქსების ალტერნატივა “შმაქსი”, რომელიც ხალხმა უბრალოდ ხუმრობად აღიქვა, სინამდვილეში საგანმანათლებლო პლატფორმაა. 

გირჩი ტაქსისტებს შმაქსისტობას სთავაზობს [ვიდეო]

რადიო “ფორტუნას” “დღის თემაში” ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დღეს თბილისში უამრავი ადამიანია, რომელიც თავისი სამსახურის პარალელურად ტაქსაობდა, მერიის რეგულაციებმა კი ეს შესაძლებლობა წაართვა.

"უნივერსიტეტი ბორბლებზე" - "გირჩის" იდეა დღეს უკვე 100-მდე მოქალაქემ აიტაცა

დღეს ხელშეკრულება უკვე 100-მდე მოქალაქეს გავუფორმეთ.

სწორედ ამ ადამიანებს, ჩვენ საგანმანათლებლო პლატფორმა მივეცით. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ “გირჩის” იდეები თავისუფლების, სწორი მორალის შესახებ გააცნონ ადამიანებს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. თანხა მიღებული ინფორმაციის მოცულობის მიხედვით იქნება.დღეს უკვე დილიდან რიგია, რაღაც მომენტში ვერ ავუდიოდით, მაგრამ ახლა შედარებით დავლაგდით.100-მდე ადამიანია ამ დროისთვის, ვისთანაც ხელეშეკრულება გავაფორმეთ.

“ფორტუნას” კითხვაზე, ხომ არ უბიძგებს ეს ხალხს უკანონო ქმედებისკენ, ჯაფარიძე პასუხობს, რომ არა.

“კალაძეს შეიძლება, არ უჭირს, რომ ვაკიდან სოლოლაკაში 20 ლარი გადაიხადოს, მაგრამ სხვა მოქალაქებს ეს არ შეუძლიათ”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g