„თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ, სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულით თბილისის მერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს ევროპარლამენტარების მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებებს.
კახა კალაძის თქმით, „ბოლო დღეებში საოცარ განცხადებებს ვისმენთ.“
„ერთ-ერთი ადვოკატიც გამოვიდა და თქვა, რომ თუ სააკაშვილის გათავისუფლება არ მოხდება, საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს, საოცარი განცხადებები ისმის.
ზარქუა ევროპარლამენტარებზე: არგენტინა ხორვატიას თამაში იყო და არ მეცალა, თუმცა, სადაც ფოტიგა და კუბილიუსი იყო, წარმომიდგენია, რა იქნებოდა - კუბილიუსი სააკაშვილის ფანკლუბის წევრია
„ჩემთვის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ობიექტურად მიმოიხილავს, მნიშვნელოვანია, ხოლო ფოტიგების, კუბილიუსების და ასეთების რეზოლუცია ჩემთვის არის ნული, ბოდიშს გიხდით, ეს არის ჩემი პოზიცია.“
მაშინ, რა საჭირო იყო იმ 12 პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა? მაშინ, რა საჭიროა მისი შესრულება, თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება-არ მიღესბათან დაკავშირებით, თუ ეს დამოკიდებულებაა, ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონ მაშინ, ჩვენ ჩვენ გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებთ.“ – განაცხადა კახა კალაძემ.
ამავე თემაზე: