„გამჭვირვალობის“კანონპროექტი სუფთა ქართული კანონია და მიღებული იქნება მე ვუერთდები „არა რუსულ კანონს“. რა თქმა უნდა, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და მომავალშიც არასდროს მიიღება – [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ] კანონპროექტი მიღებული იქნება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების გუშინდელ განცხადებებს ხელისუფლების მიმართ.
კახა კალაძის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი სუფთა ქართული კანონია, რომელიც საქართველოს ინტერესებს იცავს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვუერთდები „არა რუსულ კანონს“, რა თქმა უნდა, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და მომავალშიც არასდროს მიიღება. აღნიშნული გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, ეს არის სუფთა ქართული კანონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავს, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს და რა თქმა უნდა, აღნიშნული კანონპროექტი მიღებული იქნება“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი ჩაკვეტაძის შემდეგ, საქართველოში მიმდინარე აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთელებმა, გიორგი ქოჩორაშვილმა და გიორგი ქვილითაიამაც.