„თბილისის მერს, კახა კალაძეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომათა დარბაზი წარმოუდგენია, როგორც მილანის გასახდელი,“ – ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, მას შემდეგ განაცხადა, რაც ის და კიდევ ორი დეპუტატი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს.
ხაბეიშვილის თქმით, ისინი კონკრეტულ საკითხებზე სასაუბროდ არიან მოსულები.
„საკრებულოს სამი დებუტატი მოვედით დედაქალაქის მერიაში იმისთვის, რომ დედაქალაქის მთავრობის სხდომას დავესწროთ. ეს მანდატი არის იგივე, რაც ამ მთავრობის სხდომაზე მყოფებს აძლევს უფლებას, მთავრობის სხდომას დაესწრონ. ჟურნალისტები ხედავდით, დაცვა როგორ საწყლად გვეუბნებოდა, კი გაქვთ უფლება, მაგრამ სიტყვიერი დავალება გვაქვს, რომ არ შეგიშვათო,“ – აღნისნა ხაბეიშვულმა.
ამ განცხადების შემდეგ საკრებულოს წევრი მთავრობის სხდომაზე შეუშვეს.