LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნიის შტატში სასამართლომ ფუტკრები თევზებად გამოცხადა

148
ფუტკარი

აშშ-ში, კერძოდ კი კალიფორნიის შტატში, ფუტკრები თევზებად გამოცხადდნენ.

სამშაბათს კალიფორნიის სააპელაციო სასამართლოში შეტანილი განჩინებით, სამი მოსამართლის საბჭომ დაადგინა, რომ საფრთხის ქვეშ მყოფი ბუმბერაზი ფუტკრის სახეობების დასაცავად, ისინი კანონის მიხედვით, შეიძლება ჩაითვალონ თევზებად.

საქმე ეხება ფუტკრისებრთა ოჯახის ერთ-ერთ მწერს – ბაზს, რომელსაც საფრთხე დიდწილად სოფლის მეურნეობაში გამოყენებულმა პესტიციდებმა (გადამდები სენი) შეუქმნა. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ ანთროპოგენური ფაქტორების გათვალისწინებით, ბაზის ოთხ სახეობას გადაშენებაც შეიძლება დამუქრებოდა. ამდენად, მათ დასაცავად ზომების მიღება გახდა საჭირო.

აგრარული მეურნეობის მხარდამჭერმა ჯგუფებმა გადაწყვეტილება გააპროტესტეს და მოითხოვეს, ფუტკრები სიიდან ამოიღონ. მათი განცხადებით, მწერების დასაცავად ზომების მიღება არ შეიძლება, რადგან ისინი ველური ბუნების არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან და, შესაბამისად, გადაშენების პირას მყოფ სახეობებად ვერ ჩაითვლებიან.

თუმცა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, კალიფორნიაში ხმელეთზე მობინადრე ლოკოკინა თევზად გამოაცხადეს, რათა ის საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად მიჩნეულიყო. სასამართლოს დადგენილებით, „თევზი“ ამ შემთხვევაში სამართლებრივი ტერმინია და არა მაინცდამაინც სახეობა, რომელიც წყალში დაცურავს. ამიტომ, კალიფორნიაში ამიერიდან ფუტკარიც თევზია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g