“ევროპული საქართველოს” წევრი, მოშიმშილე ელენე ხოშტარიას ექიმი, ვახტანგ კალოიანი ეხმიანება ხოშტარიას ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ის მედიკამენტების მიღებას წყვეტს.
კალოიანის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ძალიან სახიფათოა:
“შიმშილობის მე-17 დღეს ეს გადაწყვეტილება ძალიან სახიფათოა.
საუბარია თიამინზე და იმ მინიმალურ სითხეებზე, რომელსაც ის იღებდა კეტოზის ოდნავ !!! შესამცირებლად.” – წერს კალოიანი “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ, პარლამენტის შენობაში მოშიმშილე ელენე ხოშტარიმ დღეს განაცხადა, რომ აჩერებს მედიკამენტოზურ მკურნალობას და არც გადახსმებს გაიკეთებს, სანამ ყოფილ პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.