LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადა მოწევის საფრთხის შესახებ გაფრთხილებას სიგარეტის თითოეულ ღერზე დაიტანს. მსგავსი რამ აქამდე არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია

121
Capture

კანადაში გადაწყვიტეს, რომ მოწევის საფრთხის შესახებ გაფრთხილება არამხოლოდ შეფუთვაზე, არამედ სიგარეტის თითოეულ ღერზე დაიტანონ. საინტერესო ინფორმაციას CNN ავრცელებს.

საინტერესოა, რომ მსგავსი მიდგომა აქამდე არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია და კანადა მსოფლიოში პირველი იქნება.

მთავრობის აზრით, თითოეულ ღერზე იმის დაწერა, რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია, ზრდის იმის შანსს რომ მწეველმა გაფრთხილებას ყურადღება მიაქციოს და თამბაქოზე უარის თქმაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს.

კანონი ძალაში ამ წლის 1-ლი აგვისტოდან შევა და სიგარეტის მწარმოებლებს მის შესასრულებლად გარკვეული დრო მიეცემათ.

საინტერესოა, რომ თამბაქო კანადის ჯანდაცვაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება. სიგარეტი არაერთი დაავადების და ნაადრევი სიკვდილის მიზეზია. ამიტომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადგილობრივების ჯანმრთელობაზე იზრუნოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები