LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთის პოპულარულ სუპერმარკეტებში სიგარეტი აღარ გაიყიდება

123
05e1woCljsO6U_B_Vn4dkzrmxqCs-REGULAR

შვედეთში ყველაზე პოპულარული სუპერმარკეტების ქსელები 7-Eleven და Pressbyrån აპირებენ, რომ სიგარეტი გაყიდვიდან ამოიღონ. ამის შესახებ non smoking წერს.

2026 წლისთვის მაღაზიები თამბაქოს ახალ ბრენდებს რეალიზაციისთვის აღარ მიიღებენ. ამის შემდეგ კი კომპანიები იმაზე დაიწყებენ მუშაობას, რომ სიგარეტი დახლებიდან საერთოდ გააქრონ.

დღეისთვის სიგარეტი თამბაქოს ნაწარმის გაყიდვების 45%-ს იკავებს. დანარჩენი ნაწილი ელექტრონულ სიგარეტსა და სხვა ალტერნატივებზე მოდის. თამბაქოს ეს მრავალფეროვნება ჯერ-ჯერობით გაყიდვაში დარჩება, რადგან მაღაზიების წარმომადგენლები მათ მოხმარებას ჯანმრთელობისთვის ნაკლები ზიანის მომტანად მიიჩნევენ.

გარდა სიგარეტის გაყიდვაზე სამუდამოდ უარის თქმისა, 2027 წლიდან 7-Eleven-ისა Pressbyrån-ის სივრცეებიდან გაქრება ასევე ყველა პროდუქტი, რომელიც პალმის ზეთს შეიცავს. ეს უკანასკნელი ძალიან ბევრი პროდუქტის შემცველობაშია, მათ შორის შოკოლადში, ჩიფსებსა თუ ორცხობილებში. პალმის ზეთის წარმოებისთვის პალმის ტყეების გაჩეხვაა საჭირო, რაც დაუშვებელია.

აღსანიშნავია, რომ სხვა ევროპული ქვეყნებიც აქტიურად მუშაობენ, რათა მოწევის პრობლემა მოაგვარონ. მაგალითად, 2025 წლიდან სიგარეტს აღარ გაყიდიან ბელგიის დიდ სუპერმარკეტებშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები