LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადა უკრაინას 6,1 მლნ დოლარის ღირებულების იარაღს მიაწვდის და 393-მილიონიან კრედიტს გამოუყოფს

80
kandaa ukraina

კანადა უკრაინას 6,1 მილიონი დოლარის ღირებულების ლეტალურ იარაღს მიაწვდის. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ამას გარდა, ჯასტინ ტრუდო უკრაინას 393 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტს გამოუყოფს.

„კანადისა და ჩვენი სხვა პარტნიორების ამ მხარდაჭერის მიზანია, გადავაფიქრებინოთ რუსეთს უკრაინის მიმართ აგრესიის გაგრძელება“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ მედიასთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ 5 თებერვალს კანადამ უკრაინას სამხედრო დახმარების სახით ინდივიდუალური დამცავი აღჭურვილობა და სადაზვევრო მოწყობილობები გაუგზავნა.

CNN-ი კადრებს ავრცელებს: როგორ გადაადგილდებიან რუსული ტანკები უკრაინის საზღვრის მიმართულებით

ცნობისთვის, ამერიკული გამოცემა CBS-ი წერს, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ნაწილები თავდასხმის პოზიციაში გადავიდნენ.

გამოცემის წყაროს მიხედვით, რუსეთის სამხედრო ნაწილები თავდასხმის პოზიციაში გადავიდნენ, რაც 13 თებერვლის მდგომარეობის ცვლილებაა. 13 თებერვალს სამხედრო ნაწილებმა ჩვეული განლაგების ადგილი დატოვეს, თუმცა თავდასხმის პოზიციაში ჯერ არ იყვნენ გადასული.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე – ზელენსკის საგანგებო მიმართვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g