LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანკავას გოლი ათეულშია: ჩაკვეტაძე სიმბოლურში

53

„ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩების ათი შედევრი“ – ასე ქვია ვიდეომიმოხილვას, რომელიც უეფას ოფიციალურ გვერდზეა განათავსეს.

მათ შორის მოხვდა საქართველოს ნაკრების კაპიტნის გოლი, რომელიც ჯაბამ რიგაში, ლატვიასთან გაიტანა.

საუკეთესოებს შორის ძირითადად A ლიგის გოლები გამოარჩიეს: პორტუგალიელი ბერნარდუ სილვა (პოლონეთთან გატანილი გოლით), პოლონელი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (პორტუგალიასთან), ჰოლანდიელი ჯორჯინიო ვეინალდუმი (გერმანიასთან), ინგლისელი რაჰიმ სტერლინგი (ესპანეთთან), ისლანდიელი ალფრედ ფინბოგასონი (შვეიცარისთან); C ლიგიდან ნორვეგიელი ოლე კრისტიან სელნესი (სლოვენიასთან), უნგრელი ადამ სალოი (ესტონეთთან), ლიეტუველი რონალდას ბარავიკასი (მონტენეგროსთან), D ლიგიდან – კოსოვოელი მილეტ რაშიცა (ფარერებთან).

 

https://www.youtube.com/watch?v=d3JXmkbWLVA

კიდევ ერთი კარგი ამბავი.
გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებშია – „გენტის“ და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ტურის რჩეულებში გამოცემა voetbalkrant.com-მა შეიყვანა.

„ჩაკვეტაძე „ოსტენდესთან“ შეხვედრაში მოედანზე საუკეთესო იყო“, – ასე დაასაბუთა გამოცემამ 19 წლის ქართველის დასახელება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები