LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კანონიერო ქურდებო“, ვითომ ძველო ბიჭებო, თქვენ ვერ იქნებით ამ ქალაქში დომინანტები – ნიკა მელიას თქმით ხელისუფლება შუქს აქრობს, რადგან უბნებს აგებს

306
მელია ნიკა

თბილისში, 62-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ხმაური ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია. ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ნიკა მელია იმყოფებოდა. როგორც მელიამ ჟურნალისტებთან განცხადა, ეს საარჩევნო დივერსიაა და მისი თქმით შუქს აქრობენ, რადგან ხელისუფლება ბევრ უბანს აგებს.

“შუქის ჩაქრობიდან დაახლოებით 10 წუთში 150-კაციანი „შპანა“ მობილიზდა”

„62-ე საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია გაითიშა. შუქი მე ჩავაქრე, ჩემო კარგო? ელექტროენერგია სპეციალურად გათიშეს.“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, ქალაქში ე.წ. კანონიერი ქურდები დომინანტები ვეღარ იქნებიან. მისი თქმით, პარალელურად “მოძველბიჭო ელემენტების მობილიზაცია ხდება იმს საარჩევნო უბნებთან, სადაც, ოპოზიციის ლიდერის მტკიცებით, შუქს აქრობენ.

“გაიგეთ „კანონიერო ქურდებო“, ვითომ ძველო ბიჭებო, თქვენ ვერ იქნებით დომინანტები ამ ქალაქში. ” – განაცხადა ნიკა მელიამ

მისი თქმით ქალაქის მომავალი მრავალფეროვანი კოალიციური მმართველობაა.

მელიამ ოპონენტებს განუცხადა, რომ მათ ექნებათ თავიანთი ადგილი, მაგრამ “ვერ იქნებიან იმ მდგომარეობაში, რომ ხალხი დაჩაგრონ”

ადგილზე იმყოფებოდა “ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა დავითულიანიც. მისი მტკიცებით, ელექტროენერგიის გათიშვა მოკლე ჩართვამ გამოიწვია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები