LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ბოიკოტში მყოფ პოლიტიკურ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსება უწყდებათ, შარლ მიშელის დოკუმენტს ეწინააღმდეგება – საბა ბუაძე

48
1604845505-საბა-ბუაძე

კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ბოიკოტში მყოფ პოლიტიკურ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსება უწყდებათ, შარლ მიშელის დოკუმენტს ეწინააღმდეგება – საბა ბუაძა ამბობს, რომ შეთანხმების ხელმოწერიდან მოკლე პერიოდში „ქართული ოცნება“ უკვე არაერთხელ ცდილობს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების რევიზიას.

“ხელისუფლება იყენებს ყველა შესაძლებლობას რათა არ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და მოახდინოს ისედაც მწვავე პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა,” – აცხადებს საბა ბუაძე.

მისი შეფასებით ხელისუფლების მხრიდან უკვე მესამედ ხდება ევროპელი მედიატორების მონაწილეობით მიღწეული შეთანხმების საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმა, რაც „ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას და საქართველოში სტაბილური პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g