LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარატისტმა მგზავრმა ნიუ-იორკის აეროპორტში მესაზღვრე სცემა

98

კარატისტმა მგზავრმა ნიუ-იორკის აეროპორტში მესაზღვრე სცემა. „New York Post”-ის ინფორმაციით, შემთხვევა ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.

მგზავრი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ნიუ-იორკში კალიფორნიიდან ჩაფრინდა და ერთ-ერთ ტერმინალთან სამ მესაზღვრეს შეხვდა. თავდაპირველად მგზავრმა მათ გვერდი აურა, თუმცა შემდეგ უკან მობრუნდა და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაშავებულის დასახმარებლად მაშინვე დაცვის წევრები მიცვივდნენ და აგრესიული მგზავრი დააკავეს.

წინასწარი ინფორმაციით, კარატისტის აგრესიულობას არანაირი ახსნა არ აქვს და მისი გაბრაზება, სავარაუდოდ, ფსიქიკურ პრობლემებს უკავშირდება.