LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარდაშიან-ჯენერების ყოფილმა შეფ-მზარეულმა, სელებრითების კვებაზე ისაუბრა

241
87962737-0-image-m-12_1722373067

შეფმზარეულმა, ჯესი ჰენდერსონმა, რომელიც კიმ კარდაშიანის ოჯახში მუშაობდა, რეალითი შოუს ვარსკვლავის კვებაზე ისაუბრა. მისი თქმით, 43 წლის სელებრითს ფასტფუდი უყვარს.

ჯესი პირველად კარდაშიან-ჯენერების ოჯახს, 2021 წელს შეხვდა. მაშინ ის რეალითი შოუში მიიწვიეს, რათა საკულტო ფილმის – ,,საშინელება თელების ქუჩაზე” თემაზე შექმნილი ოჯახური ვახშამი მოემზადებინა. მას შემდეგ, შეფმა ცნობილი ოჯახის ყველა წევრის კერძების მომზადება დაიწყო, შემდეგ კი ის კიმმა, როგორც პირადი შეფი აიყვანა.

ჰენდერსონი გამოტყდა, რომ კანიე უესტის ექს მეუღლე სიამოვნებით მიირთმევს ისეთ კერძებს, როგორებიცაა: ,,ქათმის ხორცი ფრისთან ერთად” და ,,მაკარონი სოუსის გარეშე”. ჯესიმ აღნიშნა, რომ გაოგნებული იყო კიმის ნახშირწყლების სიყვარულით.

,,კიმს ყოველთვის უნდა ჰქონოდა რაიმე მარილიანი საჭმელად. ზოგადად, ამერიკის ყველაზე ცნობილი ოჯახის წევრები საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომი საკვების მოყვარულია. მათ ყოველთვის უნდა ჰქონოდათ მაკარონი, კარტოფილი ფრი, ქათმის ხორცი და ჰამბურგერი თავიანთ სამზარეულოში,” – დასძინა ჯესიმ.

მან აღიარა, რომ კარდაშიან-ჯენერების ოჯახის წევრები მას თითო სადილისთვის, 2000-დან 5000 დოლარამდე უხდიდნენ, ოჯახურ დღესასწაულებსა და სხვადასხვა თემატურ ღონისძიებაზე მუშაობისთვის კი, 15 000-დან 25 000 დოლარამდე გამოიმუშავებდა. მუშაობისას ჯესი ვარსკვლავების ყველა ბრძანებას ასრულებდა, ყველას სურვილებს ითვალისწინებდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ ისინი გაეხარებინა.

მართალია, მზარეული ამჟამად კიმთან აღარ მუშაობს, თუმცა ამბობს, რომ ,,აგრძელებს კავშირს მასთან და საკმაოდ ხშირად იღებს მიპატიჟებას კალიფორნიაში სადილის მოსამზადებლად”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები