ტელეწამყვანმა და მსახიობმა ნანუკა გულუამ გადაცემაში „პრაიმშოუ“ მისი უფროსი გოგონასთვის ძიძის შერჩევის ისტორია გაიხსენა.
ნანუკას თქმით, პირველივე დანახვით მიხვდა, რომ ირა მებონია მისი შვილისთვის იდეალური ძიძა იქნებოდა.
„ნინა რომ გავაჩინე, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ჩემ მეგობრებსაც ძალიან ცუდი გამოცდილება ჰქონდათ ძიძებთან დაკავშირებით. დავწერე პოსტი, გთხოვთ, მაპოვნინეთ ძიძა, რომელსაც უპირობოდ ეყვარება ჩემი შვილი-მეთქი. ეს არის ჩემი არჩევანის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომ ადამიანი იყოს თბილი და ტკბილი. დანარჩენს, რომელი წიგნი ავარჩიოთ რომ წავუკითხოთ ბავშვს, სუპი როგორ მოვამზადოთ გემრიელად, ამას როგორმე ერთად გადავწყვეტთ და მოვაგვარებთ. მთავარია, რომ ადამიანი იყოს თბილი და მზრუნველი.
ვიდეო: „თქვენ აიყვანდით 150 კილოიან ძიძას?“…„წონა არაფერს ცვლის, ძალიან ბევრი გამხდარია უენერგიო“ – ძიძის არჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით „იმედის“ ეთერში დისკუსია გაიმართა
გადაცემა „პრაიმშოუში“ ძიძის კრიტერიუმებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.
ჩავატარე გასაუბრება და ზუგდიდიდან მილოცვის წერილები მივიღე. ისეთი ვიღაც დაინტერესდა შენი შვილით, გილოცავ, შენ ბედი გქონიაო, მწერდნენ. ვიფიქრე, ასეთი ვინაა-მეთქი, კანდიდატი იყო ვინმე ირა მებონია. კრიტერიუმში მეგრელი შეტანილი არ მქონია.
კარი რომ გავაღე, ირა დავინახე და გავბრუვდი. მაშინვე ვთქვი, ეს არის ქალი, რომელმაც უნდა აღზარდოს ჩემი შვილი. კარი გავაღე და ეს ქალი შემიყვარდა, მინდოდა, რომ ყოველდღე მენახა ჩემ სახლში. სახლში შემოიტანა სიმშვიდე და ჰარმონია და ერთი წამით არ ვფიქრობ, რომ ჩემ შვილთან რამე „ისე“ არ ხდება, მე როცა მასთან არ ვარ. დიდ მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ჩემი ირა და ხათუნა არიან ჩემ გვერდით. ღმერთმა შემაძლებინოს, რომ როგორი სიყვარულითაც არიან ჩემი შვილების მიმართ განწყობილი, ის სითბოთი და სიყვარულით დავუბრუნო.“ – ამბობს ნანუკა გულუა.