LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარიერაში პირველად, მისი ელიოტი მასშტაბურ ტურნეს გამართავს

130
ciara-missy-busta-rhymes-tour-2024-750x510

მისი ელიოტმა 30 წელზე მეტხნიანი კარიერის პირველი მასშტაბური ტურნე – Out of This World: The Missy Elliott Experience დააანონსა.

ცნობილი გახდა, რომ კონცერტები სტარტს 4 ივლისიდან აიღებს და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიას მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ მომავალ პერფორმანსებს სპეციალური სტუმრებიც ეყოლება. საკულტო რეპერთან ერთად, სცენას მისი დიდი ხნის მეგობრები, კოლეგები და კოლაბორატორები – სიერა, ბასტა რაიმსი და ტიმბალენდი გაიზიარებენ.

ცნობისთვის, მისი ელიოტი ამჟამად ახალ დისკზე ამ უკანასკნელთან ერთად მუშაობს. მისი ამ დროისთვის ბოლო, მეექვსე სტუდიური ალბომი – The Cookbook, 2005 წლით თარიღდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები