მიუხედავად იმისა, რომ Met Gala 4 დღის წინ ჩატარდა, საუბარი კოსტიუმების წვეულების შესახებ დღემდე არ წყდება.
ამჯერად მედია ანა ვინტურის ლუქით დაინტერესდა.
გაირკვა, რომ ,,ვოგის” ამერიკული ვერსიის მთავარი რედაქტორი საღამოზე კარლ ლაგერფილდის დიზაინით შექმნილი კაბით მივიდა, რომელზეც ,,შანელის” კრეატიული დირექტორი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში მუშაობდა.
ინგლისელი ვარსკვლავის განმარტებით, მისი ჩაცმულობის ბოლო დეტალებზე ვირჯინი ვიარდიმ იზრუნა, რომელმაც ფრანგულ მოდის სახლში ლაგერფელდი შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ კარლ ლაგერფილდი 19 თებერვალს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.