LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპის რაიონის სამი სოფლის მოსახლეობა რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს

114

ახალქალაქი-რკონის საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება. კასპის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს.

როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, კასპის მუნიციპალიტეტში ახალქალაქი-რკონის საავტომობილო გზის 4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებზე ახალქალაქზე, გარიყულასა და ერთაწმინდაზე გადის და ერთაწმინდის ტაძრის კომპლექსთან სრულდება.

პროექტი ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების, კიუვეტების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოწყობას.

უწყების ცნობით, ამჟამად, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, რკინა–ბეტონის ღარების, კიუვეტების, საგზაო ნიშნებისა და ბოგირების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

3.5 კილომეტრიან მონკვეთზე საგზაო საფარი უკვე დაიგო. პროექტი, რომლის ღირებულება 2 478 700 ლარია, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.